Sunday, June 9, 2013

ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები




პროექტის სახელწოდება:  ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების თავისებურებებს, მათ წარმოშობას, ისტორიას, მათ გამოყენებას მრავალმხრივი დანიშნულებით.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს და მსოფლიოს იმ ქვეყნებს,სადაც მოიპოვება ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების ნაირსახეობები. იკვლევენ
ქვების გამოყენების ისტორიას, მოიძიებენ ინფორმაციას გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვების ნაკეთობების შესახებ. გაავლებენ პარალელს უძველეს და თანამედროვე ნაკეთობებს შორის. დაამუშავებენ ქვებს(მოსწავლეებმა პირადი მუშაობისათვის შეუძლიათ გამოიყენონ მძივები და  საიუველირო მასალა) და მისგან შექმნიან სხვადასხვა დიზაინისა და დანიშნულების ნივთებს.
პროექტის მიზნები: კვლევა-ძიების, არქეოლოგიური აღმოჩენების მნიშვნელობაზე მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, საკუთარი პოზიციების დასაბუთების და პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა: სამი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან ხელნაკეთ ნივთებს, აგრეთვე ფოტო-ალბომებს. მოაწყობენ ნამუშევრების გამოფენას. პრეზენტაციებს,საქველმოქმედო აქციებს. ინტერნეტში განათავსებენ ნამუშევრებს. ესტუმრებიან მუზეუმებს, სახელოსნოებს და იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ძვირფას ქვებზე.  მოაწყობენ ექსკურსიებს იქ, სადაც ეს ქვები მოიპოვება.გაიღრმავებენ ცოდნას ძვირფასი ქვების, მისი დამუშავების შედეგად მიღებული ნაკეთობების შესახებ. ასევე გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ფოტო-ალბომი, სახელმძღვანელოები, მძივები, ბიჟუტერია(საიუველირო მორთულობა), წებო და სხვა.
პროექტის მსვლელობა/ ძირითადი აქტივობები: კვლევა, ექსკურსიის მოწყობა მუზეუმებში, სახელოსნოებში სტუმრობა, დისკუსიის გამართვა მოძიებულ მა
სალაზე, სხვადასხვა  ნაკეთობების შექმნა და მათი განთავსება თვალსაჩინოებისათვის, ფოტო-ალბომის შექმნა, ელექტრონული ვერსიის და პლაკატების შექმნა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვადასხვა საგნებთან მიმართებაში. მაგალითად: ქართულში პროექტის მონაწილეები სხვადასხვა საშუალებებით(ბიბლიოთეკით, ინტერნეტით)გაეცნობიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს, სადაც ძვირფას ქვებზეა საუბარი,განივითარებენ მსჯელობის უნარს, მიიღებენ დისკუსიაში მონაწილეობას; გეოგრაფია- გაეცნობიან საქართველოს იმ კუთხეების გეოგრაფიას, სადაც ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები მოიპოვება, რომელი ქვისათვის რომელი კუთხეა უფრო ხელსაყრელი. ისტორია- გაეცნობიან საქართველოს კუთხეების ისტორიას, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს; ქიმია- გაეცნობიან ქვების ქიმიურ შემადგენლობას, დამუშავებას, დაწახნაგებას. შეისწავლიან აგრეთვე ძვირფასი ქვების  კრისტალურ შემადგენლობას; ხელოვნება- გაეცნობიან ხელოვნების სხვადასხვა დარგებს. კონკრეტულად კი იმ დარგს, სადაც ძირითადად გამოიყენება ძვირფასი ქვები.
პროექტის ხელმძღვანელი:  ლუიზა მამულაშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: luizamamulashvili@gmail.com

პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი/: http://luizamamulashvili.blogspot.com/










No comments:

Post a Comment